ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სისხლისღვრა გრძელდება


დამასკოში, მაზეჰის გარეუბანში, ავტომობილის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

სირიელ აქტივისტთა ჯგუფის განცხადებით, ჰამას პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის ავტომობილის აფეთქებამ ბაშარ ალ ასადის 50 ჯარისკაცზე მეტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბრიტანეთში განთავსებული სირიელ უფლებადამცველთა ცენტრი აცხადებს, რომ ორშაბათს, სოფელ ზიარაში მომხდარი ტერაქტი ალ-ყაიდას მიერ ინსპირირებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ - „ალ-ნუსრას" ფრონტმა განახორციელა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის.

უფლებადამცველთა და სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, დამასკოში, მაზეჰის გარეუბანში ავტომობილის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.

აქტივისტები ასევე აცხადებენ, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში საავიაციო თავდასხმის შედეგად 20 სირიელი მეამბოხე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG