ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი ტლასი


სირიიდან გაქცეული მაღალჩინოსანი განცხადებას ავრცელებს

სირიის მთავრობის მდგომარეობა უკიდურესად გაურესდა. ოთხშაბათს დამასკოს ცენტრში მომხდარმა მასშტაბურმა აფეთქებამ თავდაცვის მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების სიცოცხლე შეიწირა. ამბოხებულთა მხარეს გადასულმა სირიის არმიის მაღალჩინოსანმა პარიზში პირველი განცხადებაც გააკეთა. დეტალებს საფრანგეთის დედაქალაქიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი არკვევდა.
სააგენტო ფრანს-პრესმა სირიელი გენერლის მანაფ ტლასის განცხადება გაავრცელა, სადაც გაქცეული მაღალჩინოსანი დამასკოს ქვეყნის დაშლაში სდფებს ბრალს. გენერალი ერთ დროს პრეზიდენტ ასადთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა. ის იმედს გამოთქვამს, რომ სირიაში სისხლისღვრა მალე დასრულდება და ხელისუფლების ტრანზიცია ქვეყნის ერთობის და უსაფრთხოების გარანტი გახდება.
გენერალი განცხადებაში ამბობს, რომ გულისტკივილით უყურებს თუ როგორ ებრძვის არმია საკუთარ ხალხს და რადგანაც მან ამაზე უარი თქვა, მოღალატის იარლიყი მიაკერეს. გენერალი ტლასი სირიის არმიაში მნიშვნელოვან ფიგურად განიხილებოდა. მან ქვეყანა ივლისის დასაწყისში დატოვა და საფრანგეთში გაიქცა. პარიზი მის ადგილსამყოფელს არ ამჟღავნებს.
მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა, რომ სირიელი გენერალი პარიზში იმყოფება.
ტლასის მამა წინა პრეზიდენტის ჰაფეზ ასადისს მთავრობაში თავდაცვის მინისტრი იყო. მას ეს თანამდებობა დიდი ხნის მანძილზე ეკავა. თავის განცხადებაში გენერალი ტლასი ოპოზიციასთან შეერთების შესახებ არ საუბრობს. ლონდონის ჩეთემ ჰაუსის ანალიტიკოსი ნადიმ შეჰადი ამბობს, რომ გენელარ ტლასის გაქცევს უფრო მეტად სიმბოლური ხასიათი აქვს.
„მამამისი ათი წელია რაც რეჟიმს ჩამოშორდა, თავად მანაფ ტლასი კი ბოლო ექვსი თვე იყო ჩამოშორებული. ამდენად ეს რეჟიმის ოპერატიულ მხარეზე არ მოქმედედებს. თუმცა, საკითხავია, თუ რამდენად იმოქმედებს ეს რეჟიმის გახანგრძლივებაზე,“ - ამბობს შეჰადი.
ასადის რეჟიმის გარშემო შექმნილი ვითარება სერიოზულ დილემას წარმოადგენს რუსეთისთვის, რომელიც სირიის მჭიდრო მოკავშირედ განიხილება.
მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესებას ბლოკავს.
XS
SM
MD
LG