ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სისხლისღვრა გრძელდება


ჰამას პროვინციის ერთ-ერთ სოფელში ტანკების და შვეულმფრენების გამოყენებით 150 ადამიანი მოკლეს

სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადების თანახმად, სამთავრობო ძალებმა ჰამას პროვინციის ერთ-ერთ სოფელში ტანკების და შვეულმფრენების გამოყენებით 150 ადამიანი მოკლეს.

პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულმა ნაწილებმა დაბომბვის შემდეგ იერიშით აიღეს სოფელი ტრეიმსა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზია თავის მხრივ ამტკიცებს, რომ სამთავრობო ჯარები ამ სოფელთან მეამბოხეთა შეიარაღებულ დაჯგუფებას ებრძოდნენ და მშვიდობინ მოსახლეობაში მსხვერპლიც მათი ბრალია.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში კოფი ანანმა დაგმო ძალადობის ესკალაციის ახალი შემთხვევა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხის განხილვის წინ მოხდა.
XS
SM
MD
LG