ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციის ლიდერი ქაიროში ჩადის


ახალი კოალიცია ასადთან დიალოგს არ აპირებს

სირიის ახალი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ჩავიდა, სადაც არაბული ლიგის შტაბბინაში მოლაპარაკებებს გეგმავს. აჰმედ მაათ ალ-ხათიბის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. ის ზომიერი ისლამის მქადაგებელი სასულიეორო პირია, რომელმაც სირია სამი თვის წინ დატოვა.

მასთან ერთად იმყოფება ყატარის პრემიერ-მინისტრი. სირიის ოპოზიციური ჯგუფების შეკრებას სწორედ ყატარმა უმასპინძლა. ოთხდღიანი შეხვედრის მიზანი, სირიის დანაწევრებული ოპოზიციის გაერთიანება იყო, რომელიც კვირას დასრულდა. ოპოზიციური კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ისინი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან დიალოგზე არ დათანხმდებიან.
XS
SM
MD
LG