სირიის ოპოზიციის ლიდერებმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ახალი კოალიციის ფორმირების შესახებ, რომელმაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაასრულოს. ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა რიად სეიფმა განაცხადა, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა 12 პუნქტიანი შეთანხმება გააფორმეს. სეიფის თქმით, შეთანხმებაში ასახულია შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული წინადადებებიც.
როგორც დოჰაში შეკრებილი ოპოზიცია აცხადებს, ახალი კოალიციის პრეზიდენტს და მის მოადგილეს დღეს გვიან საღამოს აირჩევენ.
ამავდროულად, ისრაელის სამხედრო დანაყოფებმა სირიის მხარეს გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, მას შემდეგ რაც გოლანის მაღლობების სიახლოვეს ამბოხებულებსა და სირიის სამთავრობო არმიას შორის ბრძოლები დაიწყო. ისრაელის განცხადებაში ნათქვამია, რომ გოლანის მაღლობზე, სირიის მხრიდან ყუმბარმტყორცნის ჭურვი ჩამოვარდა, რის შემდეგაც ისარელის მხარემ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.