ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა სირიაში გრძელდება


არეულობა სირიაში გრძელდება

კვირას, სანამ გარიჟრაჟი დადგებოდა, ჯარისკაცებმა ჯავშანტრანს-პორტიორებთან ერთად დირ ელ-ზურში გადაინაცვლეს. თვითმხილველთა თქმით სროლების ხმა მთელს ქალაქში ისმოდა.

სამოყვარულო ვიდეო კამერით გადაღებული თავდასხმის კადრები სოციალურ მედიაში კვირასვე განთავსდა. თუმცა, მისი უტყუარობის დადასტურება დამოუკიდებლად შეუძლებელი იყო. დირ ელ-ზური ანტისამთავრობო აჯანყებაში აქტიური მონაწილეობით გამოირჩევა; თუმცა, ქალაქში, სამხედრო სადამსჯელო ღონისძიებები ფართომასშტაბიან ხაისათს არ ატარებს.

არაბეთის ადამიანის უფლებათა დამცავი კომიტეტის პრესპიკერის - ჰაითამ მანას, განცახდებით, მიუხედავად იმისა რომ კომუნიკაცია მთლიანად მოშლილია ქალაქში, მისთვის მაინც ცნობილია რამდენიმე მოკლული ადამიანის ვინაობა. მან ასევე აღნიშნა რომ მთავრობამ საობრძოლო ოპერაციები ჰულესა და ჰომის პროვინციაშიც განახორცილა.

„სამხედრო შეტაკების შედეგად 6 ადამიანია მოკლული. პარალეურად, 4 ადამიანი იდლეფში დაიუღუპა; სულ ათზე მეტია გარდაცვლილი ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის რეგიონების მასშტაბით,- “ თქვა პრესპიკერმა.

სირიის მედიის თანახმად, ადგილობრივმა ლიდერებმა დირ-ელზურში სამხედროებისგან მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა მოითხოვეს. მთავრობის მტკიცებულებით კი ბრძოლას, რომლესაც თავად ახორციელებს მიმართულია შეიარაღებული ჯგუფებისა და ექსტრემისტებს წინააღმდეგ, რომლებიც, სირიის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების ჩარევით მოქმედებენ. ამას კი, თვითმხილველთა მონათხრობი, სამოყვარულო ვიდეოთი გადაღებული კადრები, ადამინათა უფლებების დამცავი ჯგუფისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ანგარიშები ამტკიცებს.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კრიტიკული განცხადება გააკეთა და ამასთანავე დასძინა კიდეც, რომ მის მთავრობას მოთმინება ამოეწურა.

„თუქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აჰმედ დავითოღლუ, სამშაბათს დამასკოში ჩავა. სირიის საკითხში, თურქეთი დაუზუსტებლად იმოქმედებს, რასაც მოლაპარაკების შედეგი განაპირობებს,-“ განაცხადა ერდოღანმა .

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაბულმა ქვეყნებმაც ხმა აიმაღლეს და სპარსეთის ყურეში შემავალი ქვეყნების საბჭომ არეულობის თაობაზე პირველი განცხადებაც გააკეთა, სადაც სირიაში ძალადობის დაუყონებლივი აღკვეთა და პოლიტიკური რეფორმების დამთავრება მოითხოვა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების ანგარიშით, მარტიდან მოყოლებულ აჯანყებაში 2,000 ადამიანი იქნა მოკლული.

სირიის მთავრობამ, უკვე გამოაცხადა რომ იგი 2011 წელს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს. გაეროს გენერალურმა მდივანმა - ბან კი-მუნმა, სირიის პრეზიდენტს -ბაშარ ალ-ასსადს სატელეფონო საუბარში კი განუცხადა რომ დასახული გეგმის საქმეში ნდობის მოსაპოვებლად, საჭიროა ხელისუფლემაბ დაუყონებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება და აღკვეთოს მასობრივი დაპატიმრებები.

XS
SM
MD
LG