ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ჰუმანიტარულ დახმარებას ითხოვს


აჰმად დავუთოღლუ: ანკარამ უკვე 300 მილიონი დოლარი დახარჯა ლტოლვილთა 11 ბანაკის ასაშენებლად

სირიის მოსაზღვრე სახელმწიფოები გაეროს დახმარებას სთხოვენ სირიიდან მოზღვავებული ლტოლვილების ნაკადის დასაძლევად. არსებული მონაცემებით, კონფლიქტის ზონა 200,000-მდე ადამიანმა დატოვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმად დავუთოღლუმ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ანკარამ უკვე 300 მილიონი დოლარი დახარჯა ლტოლვილთა 11 ბანაკის ასაშენებლად. მისივე თქმით თურქეთმა, რომელმაც 80,000 სირიელი შეიკედლა, შეუძლია დამატებით მხოლოდ 20,000 ლტოლვილის მიღება. ამასთან მან დასძინა, რომ მალე ანკარას დახმარება დასჭირდება.

XS
SM
MD
LG