ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

800, 000 დევნილი


ეს ციფრი, 21-საუკუნეში დაფიქსირებული სტატისტიკიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო აცხადებს, რომ გასულ წელს 800, 000 ადამიანი დევნილად იქცა. სააგენტოს მონაცემებით, ეს ციფრი, 21-საუკუნეში დაფიქსირებული სტატისტიკიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამას გარდა, გაეროს ახალი ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა სათაურით „გლობალური ტენდენციები 2011 წელს“ იტყობინება, რომ შარშან დამატებით 3.5 მილიონი ადამიანი იძულებით იქნა ადგილნაცვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე.
გაეროს განცხადებით, ლტოლვილთა მომრავლება აფრიკაში ჰუმანიტარულმა კრიზისმა, სპილოს ძვლის ნაპირის, ლიბიის, სომალისა და სუდანის მოველენებმა განაპირობა.
სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს მსოფლიოში 42.5 მილიონი ადამიანი ითვლებოდა ლტოლვილად.
XS
SM
MD
LG