ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი დევნილები - ჰუმანიტარული კრიზისი


იორდანიის დევნილთა ბანაკში „მიუღებელი“ ვითარებაა

გაეროს ინფორმაციით, სირიიდან დევნილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა, რაც უკვე მასშტაბურ ჰუმანიტარულ პრობლემას წარმოადგენს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 85 ათასი დევნილი იორდანიაშია რეგისტრირებული, 78,500-მდე თურქეთში, 67 ათასი ლიბანში, ხოლო 22 500 ერაყში.

სააგენტოს პრესპიკერის, სიბელა ვილკის განცხადებით, სირიიდან დევნილთა რაოდენობა ყოველდღიურად ათას ადამიანს შეადგენს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარია, რომ მეზობელ ქვეყნებს საზღვრები ღია ჰქონდეთ და საერთაშორისო საზოგადოებამ დევნილთა პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა შეძლოს. ვილკის განცხადებით, იორდანიაში დევნილთა ბანაკში შექმნილი ვითარება „მიუღებელია.“
XS
SM
MD
LG