ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სამშვიდობო პროცესზე ზრუნვა გრძელდება


გაეროს დესპანი - ლახდარ ბრაჰიმი რეგიონალურ ტურნეს იწყებს, რომლის მიზანი სირიის სამშვიდობო კონფერენციის მომზადებაა

გაეროს და არაბული ლიგის დესპანი სირიის საკითხებში, ლახდარ ბრაჰიმი რეგიონალურ ტურნეს იწყებს. მისი მიზანი სირიის სამშვიდობო კონფერენციის მომზადება და იმ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემაა, თუ ვინ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას და რა პირობებით.

შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, უილიამ ჰეიგი აზუსტებს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი საბოლოო ჯამში პოსტიდან უნდა გადადგეს, და რომ „ასადს მშვიდობიან და დემოკრატიულ სირიაში არანაირი როლი არ ენიჭება“.

დღეს ლახდარ ბრაჰიმი იორდანიის ოფიციალურ პირებს ხვდება და მათთან სირიაში კრიზისის დარეგულირების გზებზე, მათ შორის სამშვიდობო კონფერენციის გამართვის შესახებ ისაუბრებს. შემდეგ კი გაეროს დესპანი ყატარში, თურქეთში, ირანში და სირიაში გაემგზავრება. არაბული ლიგა იმედოვნებს, რომ სამშვიდობო კონფერენცია ჟენევაში 23 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG