ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი პარიზში ჩავიდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სირიაში მიმდინარე კრიზისის თემაზე მოლაპარაკებებს მართავს


“უნდა შეიქმნას გარდამავალი მთავრობა. სირიაში ახალი სამთავრობო სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს, რათა ქვეყანაში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა გაჩნდეს“ - აცხადებს ჯონ კერი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დღეს პარიზში ჩავიდა. ის სირიაში მიმდინარე კრიზისის თემაზე სალაპარაკოდ კატარის საგარეო საქმეთა მინისტრ ხალიდ ალ-ატიას ხვდება.

სახელმწიფო მდივანი სამშაბათს ლონდონში ჩავა და შეხვედრებს ჯგუფ „სირიის მეგობრების“ ლიდერებთან და სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს. მოლაპარაკება ჟენევის შეხვედრის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. მისი საბოლოო მიზანი სირიის სამშვიდობო კონფერენციის მოწყობაა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს სირიის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთ მაგიდასთან მოუყაროს თავი. არაბთა ლიგის თავმჯდომარის, ნაბილ ელ-არაბის მიერ კვირას გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჟენევის კონფერენცია სავარაუდოდ 23 ნოემბერს შედგება.
XS
SM
MD
LG