ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებას სირიაში 6 ქალი და 4 ბავშვი შეეწირა


ინციდენტი ოთხშაბათ დილას, დარაას პროვინციაში მოხდა

სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ექვსი ქალი და ოთხი ბავშვია.

ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანთა უფლებების ობსერვატორიის განცხადებით, ინციდენტი ოთხშაბათ დილას, დარაას პროვინციაში მოხდა.
აქტივისტები აფეთქების ორგანიზებაში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერებს ადანაშაულებენ. დარააში სირიის სამხედრო ბაზა მდებარეობს, რომელიც მეამბოხეებს ალყაში აქვთ მოქცეული.
XS
SM
MD
LG