ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაშარ ალ ასადი თურქეთის პრემიერს აფრთხილებს


სირიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თურქეთს ამბოხებული ოპოზიციის ხელშეწყობისთვის „მძიმე საფასურის“ გადახდა მოუწევს

სირიის პრეზიდენტი თურქეთს ემუქრება. ბაშარ ალ ასადი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მას ე.წ. „ტერორისტების“ ხელშეწყობისთვის „მძიმე საფასურის“ გადახდა მოუწევს.

ერთ დროს თურქეთს და სირიას კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდათ. მაგრამ სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. სირაში ამბოხებულ ოპოზიციას ანკარა საკმაოდ ღიად უჭერს მხარს. თურქეთის პარლამენტმა საჭიროების შემთხვევაში, სირიაში შეიარაღებული არმიის ქვედანაყოფების გაგზავნას მისცა ხმა.

ბაშარ ალ-ასადის ინტერვიუ დღეს თურქეთის ტელევიზიით გადაიცა, სადაც მან ბრალი უშუალოდ თურქეთის პრემიერ-მინისტრს დასდო. სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრემიერი რეჯებ ტაიპ ერდოღანი 80-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასულ ექსტრემისტებს სირიის საზღვრის გადალახვაში ეხმარება.
XS
SM
MD
LG