სირიის ვიცეპრემიერ, კადრი ჯამილის განცხადებით, დამასკო „ჟენევა-2“ მოლაპარაკებასთან უფრო ახლოა, ვიდრე როდესმე. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან თარიღთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მოხდა. სამშვიდობო კონფერენცია დაახლოებით ერთ თვეში, 22-23 ნოემბრისთვის იგეგმება.
ამასობაში, იმის გამო, რომ სირიაში ჩასული ქიმიური იარაღის ექსპერტების სასტუმროს მახლობლად აფეთქებები მოხდა, დამასკოში ინსპექტორების გუნდის მუშაობის უსაფრთხოების პრობლემა გაჩნდა. მალიკ ელაჰიმ, ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სირიის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აქამდე მათი უსაფრთხოების გამო ინსპექტორებს მუშაობაში ხელი არ შეშლია.
ექსპერტების გუნდმა სირიის ხელისუფლების მიერ დასახელებული 11 ქიმიური იარაღის განვითარების პროგრამის პუნქტი მოინახულა და აქედან 6-ში იარაღის განადგურება უკვე მოასწრო. ინსპექტორებმა ამ ეტაპზე მუშაობა 1 ნოემბრამდე უნდა დაასრულონ. სირიაში არსებული ქიმიური იარაღის არსენალის სრული განადგურება მომავალი წლის შუა თვეებში უნდა დასრულდეს.