ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასმუსენის შეფასება


ანდერს ფოგ რასმუსენი-" სირიის სამთავრობო ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმების გაზრდა, რეჟიმის კოლაფსის მომასწავებელია“

ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის დღეს გაკეთებული შეფასებით, სირიის სამთავრობო ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმების გაზრდა „რეჟიმის კოლაფსის მოახლოების წინ განწირულ“ სვლაზე მიუთითებს.

თვის დასაწყისში შეერთებული შტატების და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიამ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოს მახლობლად სკადის ტიპის რაკეტები გამოიყენა. ამ ბრალდებას სირიის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. სამხედრო ანალიტიკოსების განმარტებით, საუბარია 500-დან 800 კილომეტრამდე მოქმედების მქონე მოკლერადიუსიან რაკეტებზე.

გენერალი რასმუსენის თქმით, სკადის ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს თურქეთის, ნატოს მოკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG