ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები სირიაში


ამბოხებულების ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა პალესტინური ბანაკი დაბომბეს

სირიის ოპოზიციის განცხადებით, სამთავრობო ავიაციამ დამასკოს მისადგომებთან პალესტინური ბანაკი დაბომბა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. ოპოზიციის ინფორმაციით, ამბოხების დაწყებიდან, ეს პირველი დარტყმაა, რომელიც პალესტინელი დევნილების ბანაკზე განხორციელდა.

სირიელი ამბოხებულების ინფორმაციით, მათ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოსთან მძიმე ბრძოლების შემდეგ სამხედრო აკადემიის შენობა დაიკავეს. ვერც სამხედრო აკადემიის დაკავების და ვერც იარმუყის პალესტინურ ბანაკში მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროებით ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG