ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის პოლიტიკა სირიაში უცვლელია


საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ ბოგდანოვის განცხადებას განმარტავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის პოლიტიკა სირიის მიმართ არ შეცვლილა, იმის მიუხედავად, რომ საგარეო უწყების ერთ-ერთმა უმაღლესმა ოფიციალურმა პირმა ოპოზიციას გამარჯვება უწინასწარმეტყველა.

რუსულ მედიაში ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ბოგდანოვის განცხადების შესახებ, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ქვეყანაზე კონტროლს თანდათან კარგავს და ოპოზიციის გამარჯვება რეალური ხდება. ეს მოვლენა აღქმული იქნა, როგორც სირიის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის პირველი განცხადება, რომელშიც ის უახლოესი პარტნიორის დამარცხების შანსს აღიარებს.

სამინისტროს პრესცენტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ბოგდანოვს ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ჟურნალისტებისთვის ინტერვიუ სირიის საკითხებზე არ მიუცია. მინისტრის მოადგილე მხოლოდ კრემლის ახლო აღმოსავლეთის საკითხების მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გამოვიდა და ისაუბრა სირიის ოპოზიციის წარმოდგენაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე.
XS
SM
MD
LG