ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიაში გემებს აგზავნის


გემები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მცურავ საპატრულო ხომალდებს შეცვლიან

რუსეთმა სირიიდან რუსი დიპლომატების ევაკუირების საბაბით, ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო გემები გააგზავნა.

სამშაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გემები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მცურავ საპატრულო გემებს შეცვლიან, რომლებიც ზემოხსნებულ წყლებში ნოემბრის შემდეგ პატრულირებენ.

ეს განცხადება რუსეთმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს ლატაკიას პროვინციიდან ორი რუსი და ერთი იტალიელი მუშა გაიტაცეს. გამტაცებლებმა მუშების გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG