ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული კრიზისი სირიაში


განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია დამასკოსა და ალეპოშია შექმნილი

გაეროს მონაცემებით სირიაში თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.
ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით, სექტემბრის შემდეგ საბრძოლო მოქმედებებმა მშვიდობიანი მოსახლეობა იმდენად დააზარალა, რომ ამ ყოველივემ ჰუმანიტარული კატასტროფის ნიშნები მიიღო.
განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია შეიქმნა დამასკოსა და ალეპოში. გაეროს ინფორმაციის თანახმად, სირიის კონფლიქტი რელიგიური დაპირისპირების სახეს იღებს. სირიაში მცხოვრები სუნიტური უმრავლესობა აჯანყებულებს უჭერს მხარს, მაშინ როდესაც შიიტების ალავიტური სექტა პრეზიდენტ ასადის მომხრეა.
XS
SM
MD
LG