ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მებრძოლი მხარეები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან


ლახდარ ბრაჰიმი, გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალური წარმომადგენელი
ლახდარ ბრაჰიმი, გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალური წარმომადგენელი
სირიის დაპირისპირებული მხარეები მეორე დღეა ჟენევაში პირისპირ შეხვედრებს მართავენ. შეხვედრებს მედიაციას გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალური წარმომადგენელი სირიის კონფლიქტში ლახდარ ბრაჰიმი უწევს.

ბრაჰიმი დღეს ჟენევის მოლაპარაკების ორგანიზატორი ორი ქვეყნის - ამერიკისა და რუსეთის - დიპლომატებს უნდა შეხვედროდა კონსულტაციის მიზნით. გაეროს ინფორმაციით შეხვედრა ერთი დღით გადაიდო.

რუსულ მედიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს, რომ მოსკოვი არ დაუჭერს მხარს გაეროს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც სირიის ქალაქებში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა დარიგდეს.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „სახელმწიფო მდივანმა კერიმ და სხვებმაც არაერთხელ უთხრეს რუსებს, რომ არ შეიძლება ილაპარაკონ იმაზე, რომ სირიელი ხალხის კეთილდღეობა აწუხებთ. სირიაში სამოქალაქო მოსახლეობა შიმშილობს და თუ რუსეთმა გაეროს რეზოლუცია დაბლოკა და სირიაში ჰუმანიტარული კრიზისი გაგრძელდა, ამაში არა მხოლოდ სირიელები იქნებიან დამნაშავე, არამედ რუსებიც.“

XS
SM
MD
LG