ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაჰიმი მოლაპარაკებებს აგრძელებს


სამშაბათს, გაეროს და არაბული ლიგის საგანგებო დესპანი ლაჰდარ ბრაჰიმი ერთობლივ მოლაპარაკებებს ატარებს სირიის მთავრობის და ოპოზიციის დელეგატებთან.

ჟენევის შეხვედრა, მოლაპარაკებების ახალი რაუნდის მეორე დღეს იმართება. ბრაჰიმი ცდილობს მხარეები დაიყოლიოს თითქმის სამწლიანი ბრძოლის დასრულებაზე და გარდამავალი მთავრობის შექმნაზე.

ორშაბათს ბრაჰიმი მხარეებს ცალ-ცალკე შეხვდა. გასულ თვეს, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უმნიშვნელო პროგრესით დასრულდა.

ამასობაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები აგრძელებენ მცდელობებს, დაეხმარონ დანგრეულ ქალაქ ჰომსის სამოქალაქო მოსახლეობას.

მთავრობა და ოპოზიცია ჰომსში ჰუმანიტარული მიზნით, ოთხშაბათამდე ბრძოლების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. გაერო იმედოვნებს, რომ ეს საშუალებას მისცემს მეტი მარაგი შეიტანოს ამ რაიონში და მეტ სამოქალაქო პირს მიეცეს იქიდან გამოსვლის შესაძლებლობა. ხუთშაბათის შემდეგ 800-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ამბოხებულების ხელში მყოფი ქალაქიდან.

2011 წლიდან, მას შემდეგ რაც ეს კონფლიქტი დაიწყო, 180,000 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9 მილიონმა იძულებით დატოვა საკუთარი საცხოვრებელი.
XS
SM
MD
LG