ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო


გაეროს საგანგებო დესპანი ლახდარ ბრაჰიმი დღეს მედიატორის როლში ორივე მხარის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდება

სირიის მთავრობის და ოპოზიციის წევრები ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკების მეორე რაუნდზე შეიკრიბნენ. გაეროს საგანგებო დესპანი ლახდარ ბრაჰიმი დღეს მედიატორის როლში ორივე მხარის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორენ ფაბიუსი აცხადებს, რომ საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოსთვის კონფლიქტის დარეგულირების ახალ გეგმას ამზადებს, რათა რეგიონში საკვებით და მედიკამენტებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაჩქარდეს.

სამშვიდობო მოლაპარაკების პირველი რაუნდი გასულ თვეში თითქმის უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ვერ შეძლეს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შეჩერება, ან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაიოლება. თუმცა, ლახდარ ბრაჰიმიმ მოლაპარაკების პირველ რაუნდს „მოკრძალებული დასაწყისი“ უწოდა. უთანხმოება მთელ რიგ საკითხებში ჯერჯერობით ისევ არსებობს, დაწყებული პოტენციური გარდამავალი მთავრობის დაკომპლექტებით, კრიტიკულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით დამთავრებული.
XS
SM
MD
LG