ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკების მეორე რაუნდი ჟენევაში


სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის თანახმაა მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკების მეორე რაუნდში მიიღოს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ფაისალ მაქდადმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ დამასკო 10 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

სამშვიდობო მოლაპარაკების პირველი რაუნდი გასულ თვეში უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ვერ შეძლეს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შეჩერება, ან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაიოლება. გაეროს სპიკერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკვებით, მედიკამენტებით და სხვა პირველადი საჭიროებით სავსე ჰუმანიტარული ტვირთი მზად არის ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქ ჰომსში შესატანად. დღეს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჰუმანიტარული დახმარება 2 500-მდე ადამიანს მიეწოდება.
XS
SM
MD
LG