ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი სირიის მთავრობას აკრიტიკებს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სირიის მთავრობას აკრიტიკებს ქალაქ ალეპოს დაბომბვის გამო.

აქტივისტები აცხადებენ, რომ საჰაერო დაბომბვის შედეგად გასულ კვირას ათობით ადამიანი დაიღუპა. ალეპო ერთ-ერთი ქალაქია, სადაც სირიის შეიარაღებულ ძალებსა და ოპოზიციურ დაჯგუფებებს შორის ყველაზე ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კერიმ ალეპოს უკანასკნელ დაბომბვას „ბარბაროსული აქტი“ უწოდა. მისი თქმით, ოპოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობა სირიის სამოქალაქო ომის დამთავრების გზებს ეძებს, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობა კი სამშვიდობო მოლაპარაკების წარმატების იმედს საფრთხეში აგდებს.
XS
SM
MD
LG