ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ბრძოლები გრძელდება


ამბოხებულები დამასკოზე იერიშს გეგმავენ

სირიაში, სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის ბრძოლები გრძელდება. ამავდროულად, სირიელმა ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ შტაბ-ბინა თურქეთიდან სირიაში გადააქვთ.

ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა 25 ადამიანი მოკლეს. მათი თქმით, ასადის არმიამ რეიდი განახორციელა ალეპოში. მათ მიზანს ამბოხებულთა სიმაგრეების დაკავება წარმოადგენდა. ამავდროულად, ამბოხებულთა ძალებმა განაცხადეს, რომ შტაბი გადააქვთ სირიის ტერიტორიაზე და დამასკოზე ძლიერ შეტევას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG