ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოს მახლობლად სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა


თვითმფრინავმა მშვიდობიანად მოახერხა აეროდრომზე დაშვება

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, დამასკოს მახლობლად სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა, რომელმაც ჰაერში კუდი სამგზავრო თვითმფრინავს გამოდო. თვითმფრინავმა მშვიდობიანდ მოახერხა აეროდრომზე დაშვება.

თავის მხრივ, ოპოზიციის აქტივისტები აცხადებენ, რომ შვეულმფრენი აჯანყებულებმა ჩამოაგდეს.

„ამერიკის ხმის" კორესპონდენტის, ელიზაბეტ აროტის ინფორმაციით, სამშაბათს დამასკოში ძლიერი დაბომბვის ხმა ისმოდა. სირიის დედაქალაქის შემოგარენში კი, გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს.

გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის განცხადებით, სირიის ხელისუფლება და ოპოზიცია კონფლიქტის მოგვარებას ძალის საშუალებით აპირებენ, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.
XS
SM
MD
LG