სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ტერორიზმთან საბრძოლველად ძალისხმევა უნდა გააერთიანოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უნდა„შეჩერდეს შეცდომაში შეყვანის მცდელობები და იმის იგნორირება“, რომ 6 წლის განმავლობაში ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის სტაბილიზაციისთვის, ასეთი ბრძოლა პრიორიტეტულია.
სამინისტრომ კომენტარები გაეროს გენერალურ მდივანს და გაეროს უშიშროების საბჭოს გაუგზავნა. წერილებში ყურადღება გამახვილებული იყო შაბათს, ავტობუსების იმ ქარავნის დაბომბვაზე, რომლითაც ალყაში მოქცეული ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა.
ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის ცნობით, ამ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 126 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. გაურკვეველია დაბომბვაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, მაგრამ იმ ტერიტორიაზე სუნიტი ჯიჰადისტების ჯგუფები მოქმედებენ, მათ შორის, ალ-ყაიდასთან დაკავშირებულნი, რომლებიც შიიტებს მუდმივად თავს ესხმიან
Facebook Forum