ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გაჰყავთ


სირიის ალყაშემორტყმული ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის კოორდინირებული ევაკუაცია დაიწყო. სამოქალაქო პირების გაყვანა ამბოხებულებს და სირიის მთავრობას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

ოთხი ქალაქიდან ორს ოპოზიცია, ორს მთავრობის ძალები აკონტროლებენ. ათეულობით ავტობუსმა უკვე დატოვა დამასკოს მიმდებარე დასახლებები, რომლებსაც ოპოზიცია აკონტროლებს. ალეპოს მახლობლად მცხოვრები რამდენიმე ათასი სირიელიც ევაკუაციის მოლოდინშია. შეთანხმების მიხედვით, ალყაში მოქცეული ქალაქებიდან გასვლის საშუალებას დაახლოებით 30 ათას ადამიანს მისცემენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG