ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში 3 ქალაქის ევაკუაცია დაიწყო


უფლებადამცველების ცნობით, დღეს სირიის სამ ქალაქში გაეროს ეგიდით ევაკუაცია დაიწყო. ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება, რომ ქალაქ ჰომსში მომხდარ აფეთქებაში 32 ადამიანი დაიღუპა და 100 დაიჭრა. ეს რიგით მეორე ძლიერი აფეთქება იყო, რომელიც თვის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ მოხდა.

სირიაში სამოქალაქო დაპირისპირების დაწყების შემდეგ 250 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა კი 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე 4 მილიონს აღემატება.

XS
SM
MD
LG