ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება კვლავ დაირღვა


სირიაში ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ დაირღვა, მას შემდეგ რაც ბომბის აფეთქებამ სამთავრობო ძალების ექვსი ოფიცრის სიცოცხლე შეიწირა.

მთავრობამ ისევ განაახლა ქალაქ ჰომსის მისადგომების დაბომბვა. სირიის ხელისუფლების განცხადებით ტერორისტებმა იდლიბის პროვინციაში დაამონტაჟეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. ქალაქ დარაასთან კი სნაიპერმა პოლიციის ოფიცერი მოკლა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ სირიის მთავრობა კედევ ერთხელ გააკრიტიკა დიპლომატიური მანევრების გამო. მისი თქმით, ბაშარ ასადის ხელისუფლება საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაძვრენას ცდილობს.

სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მას ტერორისტებთან ბრძოლის უფლება გააჩნია. თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა, მას შემდეგ რაც გაერომ სირიაში თავისი დამკვირვებლები გააგზავნა.

XS
SM
MD
LG