ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქტივისტების განცხადებით, სირიის მთავრობამ ოპოზიციის ქალაქებზე დღეს მორიგი იერიშები მიიტანა. შედეგად დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი და დაშავდა ათობით ადამიანი.

ბრიტანეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორიის განცხადებით, მსხვერპლი ქალაქ ბასრა ალ ჰარირზე საარტილერიო ცეცხლის გახსნამ გამოიწვია. მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფება - თავისუფალი სირიის არმია- დარაას პროვინციაში, სწორედ ბასრა ალ ჰარირში იყო გამაგრებული.

აქტივისტების განცხადებით, პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერები აგრძელებენ ქალაი ჰომსის დაბომბვას.

სირიაში ამჟამად გაეროს ექვსი შეუიარაღებელი დამკვირვებელი იმყოფება. დღემდე მათ ყველაზე მეტად დაზიანებულ დასახლებებამდე მისვლის საშუალება არ ჰქონიათ.

XS
SM
MD
LG