ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, სირიაში მდგომარეობა "კრიტიკულია". როგორც ბრუსელში მყოფმა კლინტონმა დასძინა სირიაში ვითარება ორი სცენარით შეიძლება განვითერდეს: ან გაეროს გეგმა წარმატებული აღმოჩნდება და დაისადგურებს მშვიდობა, ან ბაშარ ალ ასადი "გაუშვებს თავის უკანასკნელ შანსს" სანამ ძალადობის შესაწყვეტად უფრო მკაცრი ზომები არ გატარდება.
კლინტონმა შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ ჰომსსა და იდლიბში ასადის მთავრობა კვლავ იარაღს იყენებს. სახელმწიფო მდივანმა არ დააზუსტა თუ რა დამატებითი ზომები გატარდება სირიის წინააღმდეგ და აქვე დაამატა, რომ ის მხოლოდ აშშ-ის სახელით აკეთებს ამ განცხადებას.

XS
SM
MD
LG