ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის პრეზიდენტის ვიზიტი ჩადიში


სუდანის პრეზიდენტის ვიზიტი ჩადიში
სუდანის პრეზიდენტის ვიზიტი ჩადიში

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დღეს ჩადიში ჩავიდა და პრეზიდენტ იდრის დების ინაუგურაციას დაესწრო. ამ ქვეყანაში ეს ბაშირის მეორე ვიზიტია. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ ომის დანაშაულის გამო დაპატიმრების სანქცია გასცა. ბაშირს დარფურში განხორციელებული გენოციდში და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. მართალია, ჩადი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წევრია, თუმცა ბაშირის დაკავებაზე უარი განაცხადა. როგორც სუდანის მედია იუწყება პრეზიდენტი ბაშირი ჩადიში მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად ჩავიდა და პრეზიდენტ დების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტმა დებიმ 25 აპრილს გამართული არჩევნებში უკვე მეოთხედ გაიმარჯვა.

XS
SM
MD
LG