ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანი პოლიტპატიმრებს ათავისუფლებს


დაიწყო. 6 პოლიტიკური პატიმარი კობერის ციხიდან დღეს გაუშვეს

პრეზიდენტ ომარ ჰასან ალ-ბაშირის განკარგულების თანახმად, სუდანში პოლიტპატიმართა გათავისუფლების პროცესი დაიწყო. 6 პოლიტიკური პატიმარი კობერის ციხიდან დღეს გაუშვეს. პრეზიდენტის ბრძანება „ეროვნული დიალოგის“ დაწყებისკენ მიმართული ნაბიჯია და უკლებლივ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა, გაურკვეველია, რამდენ ადამიანზეა საუბარი და როდის მოხდება მათი გათავისუფლება.

უფლებადამცველთა განცხადებით, დღეს გაშვებული პატიმრები ოპოზიციის წევრები არიან. ისინი უგანდაში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ, რომელიც პრეზიდენტის გადაგდებისკენ მოუწოდებდა. გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იანვარში მათი ბრალეულების წაყენების და სასამართლო პროცესის გარეშე დაპატიმრების გამო.
XS
SM
MD
LG