ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის პრეზიდენტის განცხადება


ომარ ალ ბაშირი - 20 წელიწადი ხელსიფულებაში ყოფნა საკმარისი დროა და სუდანს უკვე ახალი პრეზიდენტი სჭირდება

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირი აცხადებს, რომ 2015 წელს ოცწლიანი მართველობის შემდეგ გადადგება.
გაზეთ ალ შარქისთვის მიცემულ ინტერვიუში ბაშირმა აღნიშნა, რომ სუდანის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ხელისფულებიდან წასვლის თარიღიც დაასახელა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ პარტია მის კანდიდატურას დაასახელებს, ომარ ალ ბაშირმა უპასუხა, რომ 20 წელიწადი ხელსიფულებაში ყოფნა საკმარისი დროა და სუდანს უკვე ახალი პრეზიდენტი სჭირდება.

ბაშირის განცხადებით, მომავალ წელს ეროვნული კონგრესის პარტია გადაწყვეტს თუ ვინ იქნება მომავალი საპრეზიდენტო კანიდდატი.
69 წლის ომარ ალ ბაშირი სუდანის სათავეში 1989 წელს სამხედრო გადატრიალების საშუალებით მოვიდა.
XS
SM
MD
LG