ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანი და სამხრეთ სუდანი შეთანხმდნენ


უსაფრთხოების რამდენიმე საკითხი მაინც გადაუჭრელი დარჩა

სუდანის და სამხრეთ სუდანის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას არაგასამხედროებული სასაზღვრო ზონა და ნავთობის ექსპორტირების საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს. თუმცა, უსაფრთხოების რამდენიმე საკითხი მაინც გადაუჭრელი დარჩა.

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი და სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი, სალვა კიირი შეთანხმების ხელმოწერას ხუთშაბათს, ადის აბებაში გეგმავენ.

იანვარში, სამხრეთ სუდანი და სუდანი ტრანზიტის ფასებთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ, რამაც ორივე ქვეყანა სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე დააყენა. ადის აბებაში შეხვედრის მიზეზიც ამ ომის საფრთხის თავიდან აცილება იყო.


XS
SM
MD
LG