ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის ყოფილ პრეზიდენტზე შეიძლება საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს


კარლეს პუიგდემონტი
კარლეს პუიგდემონტი

ესპანეთის სასამართლო განიხილავს კატალონიის ყოფილ პრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს. რეგიონის მიერ ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მისი ლიდერი კარლეს პუიგდემონტი და ცამეტივე მინისტრი ცენტრალურმა ხელისუფლებამ თანამდებობიდან გადააყენა.

ამის შემდეგ პუიგდემონტი და მისი 4 მინსიტრი ბრიუსელში გაემგზავრნენ. მისი ადვოკატი ამბობს, რომ თუკი მადრიდის სასამართლო მისი დაკავების ორდერს გამოსცემს, ის მოთხოვნას დაემორჩილება და პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს.

თუმცა პუიგდემონტი ესპანეთის ეროვნულ სასამართლოში ხუთშაბათს უნდა გამოცხადებულიყო და ამბოხთან დაკავშირებულ ბრალდებებზე გაეცა პასუხი. ის ამ დროს უკვე ბიუსელში იმყოფებოდა. ერთი დღით ადრე კი, ოთხშაბათს, სასამართლომ კატალონიის სეპარატისტული მთავრობის 9 ყოფილ წევს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი 58 300 $-ის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG