ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის პოლიციამ სამთავრობო შენობები დაიკავა


კატალონიის პოლიციამ ბარსელონაში სამთავრობო შენობები დაიკავა მას შემდეგ, რაც ესპანეთის მთავრობამ რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დააწესა. ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის ხელისუფლების გადაცემის პროცესი და მოჰყვება თუ არა მას ოპოზიციურად განწყობილი ძალების პროტესტი. ესპანეთის მთავარმა პროკურორმა კატალონიის ლიდერების წინააღმდეგ ბრალი გამოაცხადა, როემლიც ამბოხს, დაუმორჩილეობას და პროვოკაციას მოიცავს. პროკურორის ბრალდებებს ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად მოსამართლე განიხილავს. კატალონიელი ოფიციალური პირების ნაწილი დღეს სამსახურში გამოცხადდა, თუმცა მათ მოუწოდეს დაეტოვებინათ შენობა კატალონიის რეგიონული პოლიციის გამოჩენამდე.

პარასკევს ესპანეთმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომლითაც დროებით გაავრცელა პირდაპირი კონტროლი რეგიონზე. მადრიდი კატალონიაში, ადგილობრივ 150-მდე მინისტრს ჩაანაცვლებს ესპანელი კანდიდატებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG