ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის ლიდერი თავს ბრიუსელს აფარებს


კარლეს პუიგდემონტის გამოჩენას დღეს ბრიუსელში ელიან. ესპანეთიდან გაძევებული კატალონიის ლიდერი თავს ბელგიის დედაქალაქს აფარებს. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიასთან "ვი-არ-ტი" მისმა ბელგიელმა ადვოკატმა პოლ ბეკაერტმაც დაადასტურა. ადვოკატის განცხადებით, მას "ბელგიაში კონკრეტულად პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნისთვის არ იმყოფება. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის".

ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ კატალონიის ლიდერის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე მუხლით აღიძვრება. მათ შორის, ამბოხების მოწყობაც სახელდება. ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, ბრალის წარდგენის თაობაზე მოთხოვნა ჯერ მოსამართლემ უნდა განიხილოს. ამბოხების მოწყობის ბრალდება ესპანეთში 30-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG