ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ესპანეთის ავტონომიური რეგიონის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან კატალონიას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს არც ესპანეთი და არც საერთაშორისო საზოგადოება.

ეს ნაბიჯი ესპანეთში ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს. ქვეყნის ლიდერმა მარიანო რახოიმ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ესპანეთში კანონის უზენაესობა აღდგება.

ბარსელონაში, კატალონიის პარლამენტში გამართულ კენჭისყრას, ოპოზიურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადა. რეგიონული საკანონმდებლო ორგანოს დეკლარაციაში ნათქვამია, რომ კატალონია დამოუკიდებელი, სუვერენული, სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოა. ის სხვა ქვეყნებს და ორგანიზაციებს კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG