ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიტიკოსები: რუსეთი შესაძლოა კატალონიელ სეპარატისტებს ეხმარებოდეს


ევროპელი მიმომხილველების აზრით, კატალონიელ სეპარატისტებს, რომლებმაც კვირას დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარეს, შესაძლოა, რუსეთი ეხმარებოდეს.

ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ შესაძლო არეულობათა თავიდან ასაცილებლად კატალონიაში ათასობით პოლიციელი მიავლინა. ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც რეფერენდუმს დაუჭირეს მხარს, უმკაცრესი ჯარიმებითა და დაპატიმრებით დაემუქრა.

პოლიციის გადამეტებული სიმკაცრის მიუხედავად, შეერთებული შტატები და ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა ესპანეთის პრემიერ მარიანო რახოისა და ქვეყნის ერთიანობას უჭერენ მხარს.

რუსული სახელმწიფო მედიის სიმპათიები კი ცალსახად კატალონიის დამოუკიდებლობისაკენ იხრება. მიმომხილველები ეჭვობენ, რომ კატალონური სეპარატიზმის ფარული მხარდაჭერა მოსკოვის მორიგი მცდელობაა, დააზიანოს ერთიანი ევროპის იდეა.

ოფიციალური კრემლი კატალონიის ამბებს არ ეხმაურება და ამბობს, რომ ის ესპანეთის საშინაო საქმედ მიაჩნია.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსი ენრიკ ფოლკი, რომელიც კატალონიის სოლიდარობის პარტიის საერთაშორისო მდივანია, რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კატალონია მსოფლიო ფორუმებზე რუსეთის მოკავშირე იქნება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებს.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG