ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კაროლინაში პატიმრის სიკვდილით დასჯა შეიძლება შეფერხდეს


სამხრეთ კაროლინის ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ პარასკევს დაგეგმილი სიკვდილით დასჯის გადადება მოუწევთ, რადგან საჭირო ლეტალური ინექცია არ აქვთ.

შტატის სასჯელაღსრულების უწყების წარმომადგენლებმა სამხრეთ კაროლინის უზენაეს სასამართლოს გასულ კვირას განცხადებით მიმართეს, სადაც აცნობებენ, რომ რიჩარდ ბერნარდ მურის სიკვდილით დასჯის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად საჭირო პრეპარატები არ აქვთ. ამ პრეპარატების მარაგი კი 2013 წლიდან არ შევსებულა. წერილი შინაარსს "ასოშეითედ პრესი" აქვეყნებს.


სასამართლომ მურის სიკვდილით დასჯის თარიღი მის მიერ ყველა სამართლებრივი ინსტანციისა და შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, გასულ თვეში დანიშნა. 55 წლის პატიმარმა სიკვდილით დასჯის მოლოდინში უკვე 20 წელი გაატარა. ის 1999 წელს მაღაზიის გამყიდველის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. დაახლოებით ათი წელია, რაც სამხრეთ კაროლინის შტატში სიკვდილით არავინ დაუსჯიათ.

შტატში სიკვდილით დასჯისას პროტოკოლით გათვალისწინებული ინექცია სამ პრეპარატს მოიცავს - პენტობარბიტალს, პანკურონიუმის ბრომიდსა და პორასიუმის ქლორიდს. თუმცა სასჯელაღსრულების უწყება აცხადებს, რომ პრეპარატები მათ 2013 წლიდან არ ჰქონიათ. აქამდე უწყებაში ამბობდნენ, რომ იტოვებდნენ უფლებას, სიკვდილით დასჯა ერთი სედატიური პრეპარატის ლეტალური დოზით აღესრულებინათ.

ლინდსი ვენმა, მურის ერთ-ერთმა ადვოკატმა ამ შეფერხებას "უპრეცედენტო" უწოდა და თქვა, რომ მას შტატში პრეპარატების უქონლობის გამო სიკვდილით დასჯის გადადების ფაქტი არ ახსოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG