ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თითქმის 20 წლის შემდეგ ამერიკაში, ფედერალურ დონეზე, სიკვდილით პირველი ადამიანი დასაჯეს


ამერიკაში ბოლო 17 წლის განმავლობაში, ფედერალურ დონეზე, რამდენიმე საათის წინ, სიკვდილით პირველი პატიმარი დასაჯეს. სასიკვდილო ინექცია 47 წლის დანიელ ლუის ლის გაუკეთდა, რომელმაც, სასამართლოს მიზედვით, არკანზასში მკვლელობა 1996 წელს ჩაიდინა.

სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება სასამართლომ გარდაცვლილის ოჯახის საჩივრიდან გამომდინარე მიიღო. სიკვდილით დასჯის პროცედურა ფედერალურ ციხეში დღეს შედგა.

აღსანიშნავია, რომ პატიმარ ლისთვის დაზარალებული ოჯახი უვადო პატიმრობას ითხოვდა და ამ ოჯახის წევრები დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ მათი სახელით ადამიანი სიკვდილით არ უნდა დასჯილიყო. მეტიც, მათ თქვეს: "ეს არ უნდა მოხდეს, ეს არ უნდა გააკეთონ ჩვენი სახელით. ჩვენ სიკვდილით დასჯას არ ვითხოვთ".

პროცედურამდე ცოტა ხნით ადრე, პატიმარს უფლება ჰქონდა ბოლო სიტყვა ეთქვა, სადაც მან აღნიშნა: "მე ეს არ გამიკეთებია. მე ბევრი შეცდომა დავუშვი ცხოვრებაში, თუმცა მკვლელი არ ვარ. თქვენ კლავთ უდანაშაულო კაცს".

პატიმარ ლისთვის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება 2003 წელს გამოქვეყნდა, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს პროცესის გადადების მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემია გახდა, რომლსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 135 000 მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

საბოლოოდ, პატიმარ ლის სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულება უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოხდა. სასამართლოს მიერ მიღებული რამდენიმე ცვლილების შემდეგ, ფედერალურ სამსახურებს უფლება მიეცათ განაჩენი სისრულეში მოეყვანა.

სიკვდილით დასჯილი ლი რასისტული მოძრაობის წევრი იყო. ის ორგანიზაცია თეთრკანიანების უპირატესობას ემხრობოდა.

განვითარებულ პროცესებს კრიტიკა უკვე მოჰყვა ადვოკატებში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ არის სწორი და ფიქრობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები, რომლებსაც სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილი, ამავე წესით დაისჯებიან.

ადვოკატების პოზიციას არ იზიარებს ქვეყნის გენერალური პროკურორი. უილიამ ბარი ამბობს, რომ იუსტიციის დეპარტამენტს აქვს ვალდებულება აღასრულოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG