ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალურ დონეზე მეორე სიკვდილით დასჯის პროცედურა შეჩერდა


17 წლის შემდეგ, სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფედერალურ დონეზე, დაგეგმილი სიკვდილით დასჯის პროცედურა შეაჩერა. დღეს სიკვდილით ფედერალურ ციხეში უნდა დასჯილიყო 68 წლის ბრალდებული ვესლი ირა პარკი.

Wesley Ira Purkey
Wesley Ira Purkey

სიკვდილით დასჯის პროცედურის გადადების მიზეზი ვესლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, პატიმარს ფსიქიური დაავადება და დემენცია აქვს. ამიტომ ადვოკატები ითხოვდნენ, რომ პროცედურა გაუქმებულიყო.

პროცესზე დაცვის პოზიცია გაიზიარა მოსამართლემ, ტანია ჩუტკანმა რომელმაც აღნიშნა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სიკვდილით დასჯა არ გაიმართებოდა და ფედერალურ მთავრობას მოუწოდა, რომ არ ჩაეტარებინა სიკვდილით დასჯის პროცედურა.

ვესლი ირა პარკს ბრალად 1998 წელს მისურის შტატში მოზარდის, გაუპატიურება, წამება და მკლველობა ედება ბრალად. მოგვიანებით კი ასაკში მყოფი ქალის მკვლელობა. სწორედ ჩადენილი დანაშაულების გამო მიესაჯა მას სიკვდილით დასჯა რომელიც დღეს დილით უნდა გამართულიყო.

შეგახსენებთ, რომ ფედერალურ დონეზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში წლების განმავლობაში არცერთი ადამიანი არ დაუსჯიათ სიკვდილით. 17 წლის შემდეგპირველი პატიმარი რომელიც ფედერალურ ციხეში სიკვდილით დასაჯეს დანიელ ლუის ლია. პროცედურა ინდიანაში აქციის ფონზე გაიმართა.

პარასკევს კიდევ ერთი პატიმრისთვის, დასტინ ლი ჰონკენი, იგეგმება სიკვდილით დასჯის აღსრულება. 28 აგვისტოს კი ფედერალურ დონეზე სიკვდილით კეიტ ნელსონს გაასამართლებენ.

სიკვდილით დასჯა ფედერალურ დონეზე ინექციის გამოყენებით ხდება. სწორედ ამ მეთოდით შესრულდა სამშაბათს ინდიანას ფედერალურ ციხეში პროცედურა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG