ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში 117 წლის შენობის ჩამონგრევის შედეგად. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, 15 ადამიანია დაშავებული.

პოლიციის ინფორმაციით, შენობაში სულ 9 ოჯახი ცხოვრობდა, ამავე შენობაში იყო განთავსებული საბავშვო ბაღი, თუმცა ჩამონგრევის დროს ის დაკეტილი იყო.

კოკისპირული წვიმების შედეგად ქალაქში მოძრაობა პარალიზებულია, მილიონობით ადამიანი სამსახურებში მისვლას ვერ ახერხებს, ათასობით ადამიანს ღამის გათევა სამსახურებში მოუწია.

მუმბაიში მსგავსი წვიმები ყოველწლიურად, ივნისიდან სექტემბრამდე მონაკვეთში მოდის. 2005 წელს დღე-ღამის განმავლობაში 950 მილიმეტრის მოცულობის წვიმა მოვიდა, რასაც მაშინ ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

წვიმის დიდი ნალექია პაკისტანში, ბანგლადეშსა და ნეპალში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG