ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინისტრების გადათამაშება სამხრეთ აფრიკაში


ჯაკობ ზუმა უარს ამბობს კაბინებტის გადახალისების მიზეზების დასახელებაზე

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯაკობ ზუმა უარს ამბობს კაბინებტის გადახალისების მიზეზების დასახელებაზე. ეს კი პოლიტიკური მიმომხილველებისა და მისი კრიტიკოსების შეშფოთებას იწვევს.

სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთი „დი ტაიმსი“ აცხადებს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს რატომ ხდება მინისტრების გადათამაშება. გაზეთი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტი პარტიულ პოლიტიკაზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოს მიერ გასაკეთებელ საქმეზე.

ზუმას წამომადგენელმა ამ კრიტიკასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კაბინეტის გადახალისება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მას ამ გადაწყვეტილების დაცვა და გამართლება არ სჭირდება.
XS
SM
MD
LG