ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნელსონ მანდელას მდგომარეობა კრიტიკულია


სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯაკობ ზუმამ მანდელას „დემოკრატიის მამა“ უწოდა

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯაკობ ზუმა აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელას მდგომარეობა კრიტიკულია. მანდელა ორი კვირის წინ პრეტორიის საავადმყოფოში ფილტვების ინფექციის სამკურანლოდ დააწვინეს.

პრესკონფერენციაზე ზუმამ მანდელას „დემოკრატიის მამა“ უწოდა და თქვა, რომ ქვეყანა უნდა ელოდეს იმას, რომ მის ასაკში შესვლასთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება:

„ეს არის ადამიანი, რომელმაც იბრძოლა და საკუთარი ცხოვრება ციხეში ყოფნით ქვეყანას შესწირა. ის დღემდე სამხრეთ აფრიკაში ერთადერთი ადამიანია, რომლელსაც პატიმრობაში ყველაზე ხანგრძლივი ვადა აქვს გატარებული. ის არის ადამიანი, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს.“

ზუმამ მანდელა პეტორიის საავადმყოფოში კვირა საღამოს ინახულა.
XS
SM
MD
LG