ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ შაბაბის დაჯგუფებამ ტერაქტი განახორციელა


აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკვე იკისრა სომალიში დაფუძნებულმა ტერორისტულმა ჯგუფმა ალ შაბაბმა

თვითმკვლელმა ტერორისტმა ცენტრალურ სომალიში თავი აიფეთქა. მისი სამიზნე პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო.

ოფიციალური პირების განცხადებით, გალკაიოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა სომალის პუნტლანდის პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილე და დამატებით 13 ადამიანი, მათ შორის, სამხედროები და ერთი სამოქალაქო პირი.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკვე იკისრა სომალიში დაფუძნებულმა ტერორისტულმა ჯგუფმა ალ შაბაბმა.
XS
SM
MD
LG