ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეკობრეებმა დატყვევებული გემი გაათავისუფლეს


ტანკერი ამჟამად უსაფრთხო პორტისკენ მიემართება

სპილოს ძვლის სანაპიროსთან მეკობრეებმა ორშაბათს დატყვევებული გემი გაათავისუფლეს, რომელზეც ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფებოდა. საფრანგეთის მფლობელობაში მყოფი ტანკერის კაპიტნის თქმით, მძევლები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მეკობრეებმა გემი გაძარცვეს და ტვირთის დიდი ნაწილი მიისაკუთრეს.

საერთაშორისო საზღვაო-სანაოსნო ბიურო გემის და მისი ეკიპაჟის გათავისუფლებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ტანკერი ამჟამად უსაფრთხო პორტისკენ მიემართება. დასავლეთ აფრიკის რეგიონისთვის მეკობრეთა თავდასხმები უცხო არ არის და გატაცებების რაოდენობა უკანასკნელი თვეების მანძილზე თანდათან იზრდება.
XS
SM
MD
LG