ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოლარული თვითმფრინავის ვოიაჟი დაიწყო


დღეს დილით „სოლარული იმპულსი-2“ იაპონიიდან აფრინდა და შეეცდება 35 ათას კილომეტრიანი გაფრენა წვეთი საწვავის გარეშე, მხოლოდ მზის ენერგიის გენერირებით შეასრულოს.

შვეიცარულმა სოლარულმა თვითმფრინავმა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობის მიზნით სტარტი მეორედ, დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ აიღო. დღეს დილით „სოლარული იმპულსი-2“ ცენტრალური იაპონიიდან აფრინდა და ის შეეცდება 35 ათას კილომეტრიანი გაფრენა წვეთი საწვავის გარეშე, მხოლოდ მზის ენერგიის გენერირების ხარჯზე შეასრულოს.

თვითმფრინავის შვეიცარელი პილოტი ანდრე ბორშჩბერგი თვითმფრინავის ერთ-ერთი კონსტრუქტორია. ბერტრანდ პიკარდთან ერთად მზის ბატარეებზე მფრინავი აპარატის შექმნას ის 12 წელი მოუნდა. თუ წყნარი ოკეანის თავზე ამინდი გაუარესდა, თვითმფრინავს შეიძლება უკან დაბრუნება მოუწიოს. ფრენისთვის განსაკუთრებით სახიფათოა ჰავაის მიმდებარე მონაკვეთი, სადაც პილოტს საგანგებო ვითარების შემთხვევაში ავარიული დაშვების საშუალება არ ექნება. უამინდობის გამო გაფრენა ერთი კვირის წინაც გადაიდო.

XS
SM
MD
LG